ხუთშაბათს, 15 აგვისტოს 20.30 საათზე დინამო არენაზე უეფას ევროპის ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო თბილისი როტერდამის ფეიენოორდს უმასპინძლებს.
ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაცემა ოთხშაბათს - 14 აგვისტოს 17.00 საათზე დინამო არენას მედია დარბაზში მოხდება (მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე).
18.00 საათზე დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის - ფელის ვისენტეს მატჩისწინა პრესკონფერენცია დინამო არენას მედია დარბაზში შედგება. 19.00 საათზე თბილისელთა ვარჯიში დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. დინამოს ვარჯიში პრესისთვის გახსნილი პირველი 15 წუთი იქნება.
სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელის იაპ სტამის პრესკონფერენცია დინამო არენას მედია დარბაზში 18.30 დაიწყება. ფეიენოორდის ვარჯიში კი დინამო არენაზე 19.00 საათზეა დაგეგმილი. მედია საშუალებებისთვის პირველი 15 წუთი გახსნილი იქნება.