• Geo
  • Eng
20.05.2019
საბურთალო 2:0 დინამო

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. მე- 14 ტურის ცენტრალური შეხვედრა ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებში რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელა. ჯერ აკაკი შულაიას ჩაწოდებული საჯარიმოში ლევან შენგელიამ ვერ შეიმაგრა, მომდევნო შეტევაში კი იმავე შენგელიას დარტყმული ბურთი არაზუსტი გამოდგა. ცოტახანში კბილები მასპინძლებმაც გამოაჩინეს როდესაც ვაგნერ გონსალვესის ძლიერად დარტმული ხოსე პერალესმა მოიგერია. პირველ ნახევარში ნიკა ნინუას ყუმბარისებული დარტყმაა ასევე აღსანიშნავი,რომელიც მცირედით გადაცდა საბურთალოს კარის ხარიხას. პირველი ნახევრი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა ჩაიწერეს აქტივში. ლაშა შინდაგორიძის უძლიერესად დარტყმული ბურთი ხარიხამ უკუაგდო. რამდენიმე წუთში იდენტურ მომენტში დინამოელთა კარი ინტერს გის დარტყმულის შემდეგ გადარჩა. მასპინძლებმა ანგარიში 67- ე წუთზე გახსნეს, გოლი ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა. მანვე 75- ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოოდ მატჩიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

 

საბურთალო  2:0  დინამო

 

გოლი: 1:0 შინდაგორიძე 67’  2:0 შინდაგორიძე 75’ 

გაფრთხილება: დვალიშვილი 31’  კაკუბავა 37’  კუტალია 45’  რუხაია 63’  შინდაგორიძე 68’  კოხრეიძე 77’  შენგელია 80’  მეჯუბი 90’

 

საბურთალო: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ტერა, ალთუნაშვილი, შინდაგორიძე (გორგიაშვილი 78), გონსალვესი, გი (როლოვიჩი 66), დვალიშვილი (კოხრეიძე 61)

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, კობოური, ივანისენია, ქარდავა (პაპავა 61), ნინუა, შულაია (აზაროვი 70), შენგელია (როხანო 82), კუტალია

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024