დინამო არენაზე 25- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ რუსთავს უმასპინძლა. შეხვედრა დინამოელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე- 4 წუთზე გიორგი კუხიანიძეს მართებდა გატანა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა. ცოტახანში ნოდარ ქავთარაძის ჩაწოდებული ლევან შენგელიამ ვერ გაგზავნა კარისკენ ზუსტად. მერვე წუთზე აბდელ მეჯუბმა მიიღო ტრავმა და შესაცვლელი შეიქმნა. ცოტახანში ისევ კუხიანიძის თავური და ისევ არაზუსტად. დინამოელთა მასირებულმა შეტევებმა შედეგი მე- 18 წუთზე გამოიღო, უზუსტესი დარტყმით ანგარიში ლევან შენგელიამ გახსნა. ტრავმა შენგელიამაც მიიღო და ნახევარი საათის თავზე ლევანიც შესაცვლელი შეიქმნა. მანამდე კიდევ ერთი გოლი გავიდა რუსთავის კარში, თუმცა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. მეორე ტაიმი ნიკა ნინუას საოცარი საჯარიმოთი განახლდა, ნინუამ შორი მანძილიდან უზუსტესი გასროლით 2:0 დააწინაურა მასპინძლები. ცოტახანში კი ბექა ქავთარაძემ თავით ერთი გოლი გაქვითა. 67- ე წუთზე ნოდარ ქავთარაძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ დარტყმული სანტიმეტრებში აცდა სამიზნეს. სამიოდე წუთში დინამოელებმა კიდევ ერთი აშკარა საგოლე მომენტი გაატანეს ქარს. ჯერ ლევან კუტალიას დაასწრეს ბოლო წამს, დამატებაზე კი ქავთარაძეს არ გამოუვიდა დარტყმა. მანვე ცოტახანში ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა შედეგიანად. საპასუხოდ კი ბექა ქავთარაძემ არ გაუშვა თავისი შანსი ხელიდან და საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა. დინამომ მიჯრით ცხრა მოგების შემდეგ ამჯერად ფრედ ითამაშა, მომდევნო შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 29 აგვისტოს გორის დილას წინააღმდეგ გამართავს.
დინამო 2:2 რუსთავი
გოლი: 1:0 შენგელია 18’ 2:0 ნინუა 50’ 2:1 ბ. ქავთარაძე 54’ 2:2 ბ. ქავთარაძე 84’
გაფრთხილება: ნინუა 47’ ქიმაძე 56’
დინამო: პერალესი, იაშვილი, მეჯუბი (შიშკა 8), მონხილი, ქიმაძე, პაპავა, ნინუა, კუხიანიძე (ქარდავა 69), შენგელია (დაფე 36), ნ. ქავთარაძე, კუტალია
რუსთავი: კულუა, სილაგაძე, იმნაძე, ნოზაძე, ლაცაბიძე (თევზაძე 71), ვასაძე, ბუგულოვი (სიჭინავა 46), კაპანაძე (ლეჟავა 87), ქოჩლაძე, ბ. ქავთარაძე, გუჯაბიძე
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი