დინამო თბილისი დღეს ბარსელონაში ჩაფრინდა, საიდანაც ანდორაში გაემგზავრა. ჩვენი გუნდი ანდორა ლა ველაში, სასტუმრო ANDORA PARK HOTEL- ში დაბინავდა. დინამოელები დღეს დაისვენებენ, ხვალ კი ესტადი კომუნალიზე ვარჯიში გაიმართება და მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩატარდება.