• Geo
  • Eng
28.05.2019
28 მაისი დინამოს ისტორიაში

დინამოელები ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრაში რუსთავს დაუპირისპირდებიან. მატჩი რუსთავში 19.00 საათზე დაიწყება.

28 მაისს ჩვენს კლუბს 9 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა 6 მატჩი მოიგეს და მხოლოდ ერთი დათმეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 19/5.

1946 წელს დინამომ ლენინგრადში ადგილობრივ ზენიტს 3:0 მოუგო. გოლები გიორგი ანთაძემ, ვიქტორ ბერეჟნოიმ და ასლან ხარბედიამ გაიტანეს. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ლენინგრადის დინამო მიიღო და ფრედ 1:1 დაცილდა. გოლი გაიოზ ჯეჯელავას ანგარიშზეა. 1956 წელს სვერდლოვსკის ოდოს ზაურ კალოევის დუბლით 2:0 ვაჯობეთ. 1967 წელს ოდესის ჩერნომორეცი მივიღეთ და 1:0 გივი ნოდიას ზუსტი თამაშით დავამარცხეთ. მომდევნო წელს ალმა ათის კაირათთან 0:0 ვითამაშეთ. 1978- ში კი იმავე კაირათს 2:1 ვაჯობეთ. თავი რამაზ შენგელიამ და გოჩა მაჩაიძემ გამოიჩინეს. 1985 წელს მინსკში დინამომ 3:0 მოუგო ჩვენს კლუბს.

1997 წელს დინამომ ზესტაფონში მარგვეთს 6 უპასუხო გოლით აჯობა. ლევან ხომერიკმა, რატი ალექსიძემ და გია კვარაცხელიამ ორ-ორი გოლი გაუტანეს ზესტაფონელებს. 20 წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბათუმის დინამო მიიღო და 4:0 მოუგო ზღვისპირელებს. საბა ლობჟანიძემ დუბლი შეასრულა. თითო გოლი ბექა მიქელთაძემ და გიორგი გველესიანმა გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024