• Geo
  • Eng
27.05.2019
ურთიერთშეხვედრები რუსთავთან

28 მაისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე- 16 ტურში დინამო თბილისი რუსთავს ეწვევა. მატჩი სკ რუსთავის საფეხბურთო ბაზაზე 19.00 საათზე დაიწყება.

ამ გუნდების დაპირისპირება მცირე ისტორიას ითვლის. დინამო და რუსთავი ეროვნულ ჩემპიონატში ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ხუთჯერ შეხვდნენ. 2018 წლის პირველობის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს დინამომ აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო 3 აგვისტოს დინამომ 2:1 იმარჯვა. შედეგიანად აკაკი შულაიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს. შემდეგ დინამო რუსთავს 7 ოქტომბერს შეხვდა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. აკაკი შულაიას გოლს დუბლი ბუდუ ზივზივაძემ მიამატა. 2019 წლის სეზონში 7 აპრილს გამართული მატჩი ლურჯ-თეთრებმა 3:1 მოიგეს. ლევან შენგელიამ დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი აკაკი შულაიას ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024