• Geo
  • Eng
01.06.2019
მიჯრით მესამე მოგება

დღეს გორში ეროვნული ჩემპიონატის მე- 17 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დილამ დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი მაღალ ტემპში და საინტერესოდ წარიმართა. მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, თუმცა მეხუთე წუთზე სტუმრებმა შედეგიანად გამოიყენეს კონტრშეტევა და ანგარიშიც გაიხსნა. ლევან კუტალიას გადაცემით ლევან შენგელიამ ისარგებლა. აღსანიშნავია ხოსე პერალესის უზუსტესი გადაცემა კუტალიაზე. მე- 18 წუთზე დილას ფეხბურთელებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს. გოლი დიდიე კოუგბენიამ გაიტანა. დინამოელებმა მეორე გოლის გატანა ფაქტიურად მომდევნო შეტევაშივე მოახერხეს. ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სადებიუტო გოლით აბდელ მეჯუბი გამოირჩა. დედაქალაქელებმა უმატეს შეტევებს და 39- ე წუთზე დმიტრო ივანისენიას იდეალური გადაცემის შემდეგ ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა და დინამო ორი გოლით დააწინაურა. მეორე ტაიმის დებიუტში გორელებმა ფელიპე პაიმის ზუსტი თამაშით ერთი გოლი შეამცირეს. მიუხედავად ორივე გუნდის მიერ შექმნილი მომენტებისა მეტი გოლი შეხვედრაში აღარ გასულა და დინამომ მიჯრით მესამე მატჩი მოიგო. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 16 ივნისს ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებს.

 

დილა  2:3  დინამო

 

გოლი: 0:1 შენგელია 5’  1:1 კოუგბენია 18’  1:2 მეჯუბი 21’  1:3 შენგელია 39’  2:3 პაიმი 49’

გაფრთხილება: ჩადუნელი 19’  რუხაია 61’ 

 

დილა: გუგეშაშვილი, მირცხულავა, ჩადუნელი, ნონდი, რაზმაძე, კოუგბენია, ფორტესი, ნონიკაშვილი, გოშთელიანი, გრიგალაშვილი, პაიმი

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, იაშვილი, ნინუა, პაპავა, ივანისენია, შენგელია, შულაია, კუტალია

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024