• Geo
  • Eng
01.06.2019
1 ივნისი დინამოს ისტორიაში

დღეს დინამოელები გორს ესტუმრებიან. დილა - დინამო თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დინამოელებს 1 ივნისს თავის ისტორიაში 10 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. თბილისელებმა ხუთ შეხვედრაში იმარჯვეს, ხოლო ორში დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 17/9 დინამოს სასარგებლოდ.

1950 წელს ჩვენი გუნდი კუიბიშევში ადგილობრივ სამარასთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. მომდევნო წელს თბილისელებმა მოსკოვის ცდსა მიიღეს და 2:0 აჯობეს. გოლები მოსკოველთა კარში ანდრო ზაზროევმა და კონსტანტინე გაგნიძემ გაიტანეს. 1968 წელს ტაშკენტში პახტაქორთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1975 წელს ლურჯ-თეთრები ლვოვში კარპატისთან დამარცხდნენ 2:3. დათო ყიფიანმა უკრაინელთა კარში დუბლი შეასრულა. შემდეგ წელს დინამომ ვოროშილოვგრადის ზარია მიიღო და რეზო ჩელებაძის ჰეთ თრიქით 3:0 დაჯაბნა. 1979 წელს თენგო სულაქველიძემ გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი ოდესაში ჩერნომორეცთან მატჩისას. 1982 წელს ალმა ათაში ჩვენმა გუნდმა ფრედ 2:2 ითამაშა კაირატთან. გოლები ვაჟა ჟვანიამ და უმცროსმა მიხეილ მესხმა გაიტანეს.

1992 წელს დინამომ ისევ 2:2 ითამაშა. ამჯერად ფოთში კოლხეთთან. თავი კი ძმებმა რეზო და შოთა არველაძეებმა გამოიჩინეს. 1994 წელს დედაქალაქელებმა სამტრედიაში გოჩა ჯამარაულის გოლით 1:0 იმარჯვეს. 2017 წელს დინამო ქობულეთში შუქურას შეხვდა და 4:1 დაამარცხა მასპინძლები. გოლები ბაჩანა არაბულმა, საბა ლობჟანიძემ და გიორგი კუციამ გაიტანეს. ერთი ავტოგოლი რომან ჩაჩუამ ჩაიწერა ანგარიშზე. დინამოელებს გოლი კი დღეს ჩვენი გუნდის ფორვარდმა ლევან კუტალიამ გაუტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024