• Geo
  • Eng
09.07.2019
დინამოს საშინაო შეხვედრას დანიელები იმსაჯებენ

11 ივლისს დინამო უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდი ანდორის ენგორდანის დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას დანიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 31 წლის მორტენ კროგი გახლავთ. მას ასისტენტობას იესპერ დალი და კრისტიან ბრიქსენი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენი იქნება. მატჩის დელეგატია ნიკოლა კოსტოვი ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი უკრაინელი ვოლოდიმირ პეტროვი გახლავთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024