16– დან 20 აპრილის ჩათვლით პორტუგალიის ქალაქ პორტუში საერთაშორისო ოთხთა ტურნირი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებიც მიიღებს. ახალგაზრდა ჯვაროსანთა მეტოქეები პორტუგალიის, რუსეთის და ჩეხეთის 19 წლამდელთა ნაკრებები იქნებიან. ვასილ მაისურაძის ნაკრებში დინამო თბილისიდან 4 ფეხბურთელია მიწვეული: ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე და არჩილ მესხი.