დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის 26– ე ტურის მატჩი. დინამოს სარეზერვო შემადგენლობა ზუგდიდის სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით– 6:0 დაამარცხა მეტოქე.
შეხვედრა მთლიანად დედაქალაქური გუნდის უპირატესობით წარიმართა. უკვე მე– 11 წუთზე ნიკა დიასამიძემ ტექნიკური დარტმით თავზე გადაუგდო ბურთი მეკარეს და გახსნა ანგარიში. ორიოდე წუთში ოთარ კობახიძემ იდენტური გოლით ანგარიში 2:0 გახადა. მატჩის 23– ე წუთზე არჩილ მესხმა უნაკლოდ შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტმა 3:0. 31– ე წუთზე საბა კვერნაძემ ითამაშე დასწრებაზე ზუსტად და მეოთხე გოლი გაუტანა ზუგდიდელებს. 52– ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ ითამაშა ტექნიკურად და აიღო მეტოქის კარი. შეხვედრის ბოლო წუთზე ზურაბ თევზაძემ პენალტის ნიშნულიდან საფინალო ანგარიში 6:0 დააფიქსირა.
კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა 61 ქულა დააგროვეს და კიდევ უფრო განიმტკიცეს პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში.
დინამო (დუბლები): კულუა, კაკაბაძე, თევზაძე, ნემსაძე, შერგელაშვილი, ფალავანდიშვილი (ქიქავა 67), კვერნაძე (ვეკუა 54), მახარობლიძე, კობახიძე (მარაქველიძე 61), დიასამიძე (ლაშხია 34), ა. მესხი (ც. მესხი 45)
ზუგდიდი (დუბლები): ჯომიდავა, ქომეთიანი, მჭედლიშვილი, გაბედავა, ჯიქია, ქირია, საბეკია, ფარჯიკია, ლაშქარავა, თოლორაია, ბულია