საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეიდან შეიკრიბება, 26 და 28 თებერვალს კი თბილისში, ორ ამხანაგურ მატჩს ისრაელის 19 წლამდე ნაკრებთან გამართავს. 19 წლამდე ნაკრებში დინამო თბილისიდან 8 ფეხბურთელია გამოძახებული:
თენგო გობეშია, გელა სადღობელაშვილი, ნიკა ცეცხლაძე, გიორგი ცეცხლაძე, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ავთო მაშავა და ლუკა ფრიდონიშვილი.
ასევე დღეიდან 29 თებერვლის ჩათვლით საქართველოს 17 წლამდე ნაკრები რუსთავში შეიკრიბება. დინამოდან კი 17 წლამდე კრებულში 11 ფეხბურთელია გამოძახებული:
საბა ტარტარაშვილი, საბა ხარებაშვილი, ანდრონიკა ხოროიშვილი, გიორგი გვასალია, შოთა დიაკონიძე, ნიკა გვაზავა, გიორგი ლომიძე, ნიკა ჩიქოვანი, ლუკა წულაია, რეზი დანელია და ვახო სალია.