• Geo
  • Eng
13.11.2011
ფრე თურქეთთან

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც თურქეთის ქალაქ ექსიშეჰირში იმყოფება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში იღებს მონაწილეობას, მორიგი შეხვედრა გამართა. გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა მოზარდ ჯვაროსანთა გუნდმა მასპინძლებთან ფრედ 1–1 ითამაშა და ელიტ-რაუნდში გასვლის შესანიშნავი შანსი მოიპოვა. ჩვენი გუნდის  დუბლშემადგენლობისა და 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დღეს მოედანზე ერთდროულად ხუთ დინამოელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება - დავით ხოჭოლავა, ნიკა სანდოხაძე, ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი და ალექსანდრე რეხვიაშვილი მასპინძელ მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეებრძოლნენ. შეხვედრის განაცხადში მყოფ კიდევ ორ დინამოელს - ლევან ტყეშელაშვილსა და გიორგი პაპავას გიორგი დევდარიანის გადაწყვეტილებით, შეხვედრის ბოლომდე, სათადარიგოთა სკამზე მოუწიათ ყოფნა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას ჩვენი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგთან გამართავს და წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ელიტ-რაუნდის საგზურსაც მოიპოვებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024