დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვის ნაციონალურ გუნდთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჯვაროსნებმა მეტოქეს 2:0 სძლიეს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისული გულშემატკივარი გაახარეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს დინამო თბილისის გოლკიპერი, გიორგი ლორია იცავდა, რომელმაც საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.