• Geo
  • Eng
04.08.2019
დინამომ ჩემპიონატში მიჯრით მერვედ იმარჯვა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა ეროვნული ჩემპიონატი. ჩვენი გუნდი გასვლით შეხვედრაში თანაქალაქელ ლოკომოტივს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 6:0 დაჯაბნა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ნიკა ნინუას უზადო საჯარიმო დარტყმით ანგარიში უკვე მე- 3 წუთზევე გახსნეს. ამის შემდეგ დინამომ სათამაშო უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა მასპინძლებიც სახიფათო კონტრშეტევებით გამოირჩეოდნენ. 38-ე წუთზე ლევან კუტალიამ მორიგი გოლი გაიტანა, რასაც სამიოდე წუთში ლევან შენგელიას სოლო გარღვევა, გასროლა და დამატებაზე ნოდარ ქავთარაძის ზუსტი თამაში მოჰყვა. პირველი ტაიმის ბოლოს ნიკა ნინუამ ისევ საჯარიმო დარტყმით დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა აკაკი შულაიამ მეხუთე გოლი გაუტანა დემეტრე ბულისკერიას, ხოლო საბოლოო ანგარიში კვამე კარიკარიმ დააფიქსირა.

 

 

ლოკომოტივი  0:6  დინამო

 

გოლი: 0:1 ნინუა 3’  0:2 კუტალია 38’  0:3 ქავთარაძე 41’  0:4 ნინუა 44’  0:5 შულაია 71’  0:6 კარიკარი 77’

გაფრთხილება: კირკიტაძე 38’  სამურკასოვი 42’  კომახიძე 60’ 

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, სამურკასოვი (გოროზია 59), შონია, გვალია (შეყილაძე 46), კირკიტაძე (ჯიქია 72), კომახიძე, სიხარულიძე, მახარობლიძე, უბილავა

დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე. ნინუა, პაპავა (ქარდავა 73), ქავთარაძე, დაფე (კარიკარი 54), შენგელია (შულაია 63), კუტალია

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024