• Geo
  • Eng
16.07.2019
ანდორაში უნგრელები იმსაჯებენ

18 ივლისს დინამო უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას ანდორაში გამართავს. ჩვენი გუნდი ენგორდანის ესტადი კომუნალიზე დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21.30 დაიწყება, ხოლო შეხვედრას უნგრელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 35 წლის ბალაშ ბერკე გახლავთ. მას ასისტენტობას პეტერ კობორი და გერგო ვიგ-ტარსონი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ჩაბა პინტერი იქნება. შეგახსენებთ პირველი მატჩი 11 ივლისს დინამო არენაზე ჩვენი გუნდის გამარჯვებით 6:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024