• Geo
  • Eng
19.07.2019
ჩისკოს კომენტარი ენგორდანისთან დასრულებულ მატჩზე

დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა მატჩის შეფასება ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტს - ჩისკო მუნიოსს სთხოვეს.

ჩისკო: რთული მატჩი გამოდგა. შეხვედრის მანძილზე საგრძნობ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა გაგვიჭირდა გოლის გატანა. მასპინძლები საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდნენ. საბოლოოდ მოვიგეთ მეორე შეხვედრაც და ასევე მახარებს, რომ ეს ყველაფერი გოლგაუშვებლად მოხდა. ჩვენი მომდევნო მეტოქე საკმაოდ ძლიერი გაბალაა. შანსებს რაც შეეხება 50/50 შევაფასებდი. ხვალიდან უკვე ვიწყებთ მზადებას გაბალასთან სათამაშოდ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024