საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIV ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის. უკანასკნელი მატჩი, რომელშიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა, 10 ოქტომბერს გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე, სლოვენიისა და ლიტვის ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირება გახლავთ. აღნიშნულ დაპირისპირებაში, ქართულ კლასიკოზე დანიშნულ არბიტრს, ჯიბიდან მხოლოდ ერთხელ მოუწია ყვითელი ბარათის ამოღება. ჩვენი გუნდის მონაწილეობით სილაგავამ უკანასკნელად 30 ოქტომბერს იმსაჯა, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ცხინვალის სპარტაკს 2:0 სძლია.
მეტი თვალსაჩინოებისათვის ლაშა სილაგავა მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 60 თამაში / 180 ყვითელი / 9 წითელი / 10 პენალტი
პირველი ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი - 12 თამაში / 32 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
ყვითელ–წითელი არ უჩვენებია და პენალტი არ დაუნიშნავს – 6 შეხვედრაში