19 წლამდე ოქროს ლიგაში მეხუთე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლოკომოტივმა დინამოს უმასპინძლა. დედაქალაქური დერბი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ანგარიში დინამოელებმა გიორგი მოისწრაფიშვილის ზუსტი დარტყმით გახსნეს, სტატუს ქვო კი გიორგი ლომთაძემ აღადგინა. ხუთი ტურის შემდეგ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 11 ქულით სატურნირო ცრილში მეორე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 21 სექტემბერს გორის დილას წინააღმდეგ ჩაატარებენ.
U19 ლოკომოტივი 1:1 დინამო
U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, ჯანგიძე, კალანდაძე, ომარაშვილი, მექვაბიშვილი, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი, ზურებიანი
სათადარიგო სკამი: ხარშილაძე, იაკობიძე, გაგნიძე, შალიკაშვილი, ფარულავა, ხორხელი, მორჩილაძე