• Geo
  • Eng
26.07.2019
გამარჯვება გაბალაში

გაბალას სითი სთედიუმზე უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა გაბალამ დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი მთლიანობაში საინტერესოდ ჩატარდა და თუ მასპინძლეთა რამდენიმე სახიფათო შეტევას არ ჩავთვლით, მთლიანად დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი სახიფათო მომენტი, ლევან კუტალიამ ჩაიწერა აქტივში, მისი თავური ახლო მანძილიდან ნაზიროვმა სასწაულებრივად უკუაგდო. მეტოქეს ლევან შენგელია და ნოდარ ქავთარაძეც აწუხებდნენ. საპასუხოდ მასპინძლების თამაშს ბაუკი ამწვავებდა, მისი ძლიერი თავური კი მონხილმა მოიგერია. დინამოელებმა თავისი უპირატესობა 41- ე წუთზე ლოგიკური გოლით ასახეს. 21 პასიანი კომბინაცია ნოდარ იაშვილის გადაცემით და ლევან კუტალიას ზუსტი დარტყმით დასრულდა. ამის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან კუტალიას გასროლაა აღსანიშნავი, რომლმაც სანტიმეტრებში ჩაუარა მეტოქის კარს. თამაშის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. მასპინძლებს დავით ვოლკოვის დარტყმის შემდეგ შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ხოსე პერალესმა შესანიშნავად ითამაშა. დინამოელებმა კი მეორე გოლამდე არაერთხელ შეაწუხეს მეტოქის გოლკიპერი.განსაკუთრებით ნიკა ნინუას და ლევან შენგელიას დარტყმებია გამოსაყოფი. კუტალიას ტექნიკური დარტყმა კი ძელმა უკაგდო. სტუმართა რიგებში კვამე კარიკარის დებიუტიც ვიხილეთ, რამდენიმე წუთში კი მის და არფან დაფეს კომბინაციას ამ უკანასკნელის ულამაზესი და უზუსტესი დარტყმა მოჰყვა 0:2. დინამო თბილისში საგრძნობი უპირატესობით ბრუნდება. საპასუხო მატჩი კი დინამო არენაზე 1 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება.

 

გაბალა  0:2  დინამო

გოლი: 0:1 კუტალია 41’  0:2 დაფე 87’

გაფრთხილება: ლოპესი 5’  ბაუკი 6’  გიგაური 39’  რამალდანოვი 45’  ქავთარაძე 45’  ვოლკოვი 58’  შენგელია 60’  კუტალია 62’  პაპავა 66’  ქარდავა 74’  კუაკუ 91’

 

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი, რამალდანოვი, ნაბიევი, ალიევი, ბაუკი, ლოპესი, გიგაური, ვოლკოვი, ისკენდეროვი

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, ქიმაძე, პაპავა, ნინუა, კუხიანიძე, შენგელია, ქავთარაძე, კუტალია

 

მსაჯი: ნ. უელში (შოტლანდია)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024