საქართველოს დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის გამოტოვებულ შეხვედრას ვიტ ჯორჯიასთან, ჩვენი გუნდი 25 ნოემბერს გამართავს. ბოლო, მეთოთხმეტე ტურის მატჩი კი ჩვენმა გუნდმა ქუთაისის ტორპედოსთან მოიგო. გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ქუთაისელ ფეხბურთელებს მშრალი ანგარიშით 2:0 სძლიეს და სატურნირო ცხრილში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს. პრინციპულ მეტოქესთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდს დინამოს დუბლების კაპიტანი, გიორგი გველესიანი ესაუბრება.
გიორგი გველესიანი – როგორც წესი დინამოსა და ტორპედოს შეხვედრები ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო. სანაკრებო პაუზის შემდეგ, ბიჭები სამშობლოში გადაღლილნი დაბრუნდნენ, თუმცა თურქეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღწეულმა წარმატებამ, ჩემს თანაგუნდელებს ფრთები შეასხა და დამატებითი ძალები შეჰმატა, რის შედეგადაც ტორპედოს ძალზედ დაძაბულ და პრინციპულ შეხვედრაში ერთი ამოსუნთქვით ვძლიეთ. რაც მთავარია, ამ მოგების შემდეგ, უახლოეს მდევარს ოთხი ქულით გავასწარით და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი გავიმყარეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი თამაშით ნაკლები გვაქვს ჩატარებული, კონკურენტებთან შედარებით საუკეთესო მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ დარჩენილი თამაშებისთვისაც სრული დატვირთვით ვემზადებით და მიმდინარე წლის მოგებებით ჩამთავრებას შევეცდებით.