• Geo
  • Eng
30.07.2019
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ხუთშაბათს, 1 აგვისტოს 21.00 საათზე დინამო არენაზე უეფას ევროპის ლიგის მეორე რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო თბილისი აზერბაიჯანულ გაბალას უმასპინძლებს.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაცემა ოთხშაბათს - 31 ივლისს 18.00 საათზე დინამო არენას მედია დარბაზში მოხდება.

19.00 საათზე თბილისელთა ვარჯიში დინამო არენაზე ჩატარდება. მედია საშუალებებისთვის პირველი 15 წუთი გახსნილი იქნება.

20 საათსა და 15 წუთზე დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის - ფელის ვისენტეს მატჩისწინა პრესკონფერენცია დინამო არენას მედია დარბაზში გაიმართება.

სტუმარი გუნდის მატჩისწინა პრესკონფერენცია ასევე დინამო არენას მედია დარბაზში 20 საათსა და 40 წუთზე შედგება, ხოლო ვარჯიში 21.00 საათზე დინამო არენაზე დაიწყება. გაბალას ვარჯიშიც პრესისთვის გახსნილი პირველი 15 წუთი იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024