ლევან კაკუბავამ, რომელიც ვარჯიშისას მძიმედ დაშავდა და გამოკვლევის შედეგად მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა, გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა. ჩვენი გუნდის ცენტრალურ მცველს კლინიკა მედიკლაბში ოპერაცია ცნობილმა ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა გაუკეთა. ოპერაციამ, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა წარმატებით ჩაიარა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ერთ კვირაში სარეაბილიტაციო კურსს შეუდგება, სავარაუდოდ ორთვენახევარში კი სრული დატვირთვით ვარჯიშსაც შეძლებს.