• Geo
  • Eng
13.08.2019
მედიის საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ დაიწყო მედია აკრედიტაციებზე განაცხადების მიღება, უეფას ევროპა ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო შეხვედრაზე, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და როტერდამის ფეიენოორდი დაუპირისპირდებიან. მსურველთა განაცხადების მიღება გასაგები მიზეზების გამო გაგრძელდება 14 აგვისტოს დღის 12.00 საათის ჩათვლით. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრედიტაციები ოფიციალური მოთხოვნის გარეშე არ გაიცემა.

 

აკრედიტაციის მიღების მსურველ მედია საშუალებებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ: 

მედია საშუალების დასახელება:

სახელი და გვარი (ვიზეც უნდა გაიცეს აკრედიტაცია):

მედიის კატეგორია (რადიო, პრესა, ბლოგერი, ვებ გვერდი, ფოტოგრაფი):

მედია საშუალების ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:

აკრედიტაციის მსურველის ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:

 

განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: media@fcdinamo.ge

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024