• Geo
  • Eng
10.03.2024
90-ე ქართული დერბი მოგებულია

დინამო არენაზე საიუბილეო 90-ე ქართული დერბი გაიმართა. ორი ტრადიციული მეტოქის მატჩი, ასევე ტრადიციულად - უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრა აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და სათამაშო უპირატესობაც მატჩის ბოლომდე თავის მხარეს გადაწონეს. რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ ანგარიშიც გაიხსნა. ოსკარ სანტისმა 33-ე წუთზე შეტევაში ჩართულ გიორგი მაისურაძეს დაუგორა, რომელმაც მოჭრილი პასით საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას ვახო სალიამ დაასწრო და ზუსტი თავურით სადებიუტო გოლთან ერთად, როგორც შემდეგ გაირკვა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 16 წლის ვახო სალია დინამოს ისტორიაში დათო პეტრიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის შემდეგ, მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში დინამოელთა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა. ოსკარ სანტისს და ნიკა სიხარულაშვილს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მათ მეტოქე გოლკიპერმა აჯობა. გამოსაყოფია ეპიზოდი, სადაც ტორპედოს კარი ძელმა მიჯრით ორჯერ იხსნა, ჯერ სანტისის და შემდეგ ვახო სალიას დარტყმისგან. აღსანიშნავია დომინიკ საიმონის, ნოდარ ლომინაძის და დანიელ რომანოვსკის დამაჯერებელი ასპარეზობა მოედნის ცენტრში და გიორგი ლორიას უშეცდომო თამაში, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდი აშკარა ხიფათისგან იხსნა დედაქალაქელთა კარი.

 

ანდრეს კარასკოს გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და 15 მარტს იბერიასთან გასამართი ასევე მნიშვნელოვანი მატჩისთვის მოემზადება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024