• Geo
  • Eng
06.03.2024
წაგება თელავში

დღეს თელავში კავკასიონი არენაზე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც თელავმა დინამოს უმასპინძლა.

 

მატჩი მასპინძელმა გუნდმა უფრო აქტიურად დაიწყო და მე-10 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ზუსტი თავურით დინამოს ყოფილმა ლეგიონერმა სტეფან ბუკორაცმა გაიტანა 1-0. გაშვებული გოლის შემდეგ დინამომაც უმატა შეტევებს, თუმცა საპასუხო კონტრშეტევა და თორნიკე მორჩილაძემ ანგარიში 2-0 გახადა. ტაიმის ბოლო თორნიკე ახლედიანმა შედეგიანად დაარტყა და ანგარიში 3-0 გახდა. მეორე ტაიმი დინამომ სამმაგი ცვლილებით დაიწყო - მოედანზე ალიშერ შუქუროვი, გიორგი გვასალია და ნიკა ცეცხლაძე შევიდნენ. გვასალიასა და ცეცხლაძისთვის ეს სადებიუტო მატჩია დედაქალაქელთა ფორმით. 83-ე წუთზე გიორგი ხაბულიანმა კიდევ ერთხელ აიღო დინამოელთა კარი და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.

 

მომდევნო შეხვედრას ანდრეს კარასკოს გუნდი 10 მარტს ჩაატარებს. დინამო არენაზე მორიგი ქართული დერბი გაიმართება.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024