• Geo
  • Eng
05.03.2024
პირველ ტურში დუბლებმაც იმარჯვეს და 19 წლამდელებმაც

ეროვნული ლიგის დარად სტარტი აიღო ეროვნული ლიგა 2-ის და 19 წლამდელთა ჩემპიონატებმა.

 

დინამოს მეორე შემადგენლობამ, რომელიც ლიგა 2-ში მიჯრით მეორე სეზონს ატარებს და რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი - ვალერი გაგუა ხელმძღვანელობს, პირველ ტურში რუსთავს უმასპინძლა. აკადემიის მოედანზე გამართული შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პირველ ტაიმში აკადემიაში მისულმა გულშემატკივარმა ორი შედეგიანი თერთმეტმეტრიანი იხილა. 34-ე წუთზე ნიკა ცხოვრებაშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო ტაიმის ბოლოს ბაჩუკი გოცაძემ წონასწორობა აღადგინა. ერთი საათის თავზე დინამოელებმა ცვლილებებს მიმართეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო და 67-ე წუთზე ლუკა ბუბუტეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა 2-1. დინამოელები მეორე ტურის მატჩს 9 მარტს ფოთში, ხობის კოლხეთთან ჩაატარებენ.

 

დინამო-2 2-1 რუსთავი

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

დინამოს 19 წლამდელებმა, რომლებმაც შარშან პირველ ადგილზე დაასრულეს საქართველოს ჩემპიონატი და ოქროს მედლებთან ერთად უეფას ახალგაზრდული ლიგის საგზურიც მოიპოვეს, პირველ ტურში თელაველ თანატოლებს უმასპინძლეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა მეტოქეზე და საბოლოოდ ათი უპასუხო გოლით დაამარცხა თელავი. ოთხი დუბლი დანელიას, ნაჭყებიას, ჩიქოვანის და საჯაიას ანგარიშზეა. თითოჯერ -თელაველთა კარი ტკალიამ და ოდიკაძემ აიღეს. დინამოელები მომდევნო შეხვედრას 8 მარტს წყალტუბოში, სამგურალთან ჩაატარებენ.

 

U19 დინამო 10-0 თელავი

 

U19 დინამო: გოგებაშვილი, პატარკაციშვილი, შათირიშვილი, შაშიაშვილი, ხუციშვილი, საჯაია, ტკალია, ბურდიაშვილი, დანელია, ოდიკაძე, ნაჭყებია

 

სათადარიგო სკამი: ღაღვაშვილი, დიაკონიძე, გლუნჩაძე, ხოროიშვილი, კაპანაძე, ბიგვავა, ჩიქოვანი, ავდალოვი, ელისაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024