დღეს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. დინამო თბილისი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ხუთგზის ჩემპიონს- აქტობეს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში, დინამო არენაზე 15 ან 16 ივლისს ჩატარდება. საპასუხო შეხვედრას აქტობეში, ცენტრალური სტადიონი 22 ან 23 ივლისს უმასპინძლებს.
კენჭისყრის შემდეგ დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა- მიხალ ბილეკმა მცირედი კომენტარი გააკეთა.
მიხალ ბილეკი- ამ ეტაპზე აქტობე ჩვენთვის ამოუცნობი გუნდია. კონკრეტულად აქტობეზე და ზოგადად ყაზახურ ფეხბურთზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უახლოეს პერიოდში შევუდგებით ამ გუნდის უკეთ გაცნობას.