• Geo
  • Eng
01.11.2024
წაგება იბერიასთან

დინამო არენამ ეროვნული ლიგის 31-ე ტურის შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს დინამო და იბერია დაუპირისპირდნენ.

მატჩი მასპინძელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო. სტუმრებმა პირველივე წუთზე, პირველივე შეტევაშიი გახსნეს ანგარიში - გოლი შეიკნა სილამ გაიტანა. მე-17 წუთისთვის დინამოელთა მდგომარეობა უფრო გართულდა, მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი ალექსანდრე კალანდაძეს უჩვენა, რასაც 32-ე წუთზე შეიკნე სილას დუბლი მოჰყვა. მეორე ტაიმში დინამო ბევრს უტევდა, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა ბოლო მომენტში ან მასპინძელთა შემტევებს არ გამოსდიოდათ დარტყმა, ან გიორგი მაკარიძე იდგა მოწოდების სიმაღლეზე. საბოლოოდ იბერიამ 0-2 მოიგო მატჩი.

მომდევნო შეხვედრას ფერდინანდ ფელდჰოფერის გუნდი 5 ნოემბერს დინამო არენაზე, საქართველოს თასის ნახევარფინალის ეგიდით, ფოთის კოლხეთთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024