ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურში ერთმანეთს ლოკომოტივი და დინამო-2 დაუპირისპირდნენ. დედაქალაქური დერბი მიხეილ მესხი 2-ზე საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში დებიუტშივე რატი მჭედლიშვილმა გახსნა. დინამოელებს ტაიმის ბოლოს გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა დავით გოცირიძემ პენალტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ავთანდილ მაშავამ მოახერხა წონასწორობის აღდგენა და შეხვედრაც ფრედ 1-1 დასრულდა. ვალერი გაგუას გუნდი 30 ტურის შემდეგ დაგროვილი 43 ქულით, სატყრნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს ჩვენი მეორე შემადგენლობა 2 ნოემბერს, აკადემიის მოედანზე პირველადგილოსან გარეჯთან გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი