დღეს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა, მორიგ ქართულ დერბის უმასპინძლა. შეხვედრამ როგორც შეეფერება დაძაბულ და საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა. საბოლოოდ კი მასპინძელტა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ტორპედომ დინამოსთან გამარჯვება თავის სტადიონზე 13 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.
თავად შეხვედრაში ტერიტორიულ უპირატესობას უფრო მეტად სტუმრები ფლობდნენ, სახიფათო მომენტები კი შეიძლება ითქვას, რომ უხვად არ ყოფილა. 81-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილის ჩაწოდებული ნიკა სანდოხაძემ გადაგზავნა კარში, 10 წუთში კი ბიორნ იონსენმა დინამოს საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და საფინალო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი