დინამოს 14 წლამდე შემადგენლობა დღეს Vivacom თასის გათამაშებაში ჩაერთო. ბულგარეტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ბუქარესტის სტიაუასთან გამართა და 2-0 დაამარცხა მეტოქე. გოლები რუმინელთა კარში დემეტრე ბაკურიამ და სერაფიმე კაზაროვმა გაიტანეს.
ხვალ მიხეილ ზაბახიძის გუნდი ლისაბონის ბენფიკას დაუპირისპირდება.
ბულგარეთში დინამო 20 ფეხბურთელით გაემგზავრა: გიორგი ღუნაშვილი, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, ლუკა ვაშაკიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკოლოზ დაღუნდარიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, დემეტრე ბაკურია, გაბრიელ ქაროსანიძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ალექსანდრე ჩიქოვანი, ავთანდილ ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ ჭუმბაძე, მათე მიქავა, ირაკლი დორეული, ნიკოლოზ კაჭახიძე და სერაფიმე კაზაროვი.