საქართველოს 18 წლამდე ნაკრები 13 და 15 ოქტომბერს ესტონეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები ბასას ტექნიკურ ცენტრში 15.00 საათზე დაიწყება. გიორგი მიქაძემ აღნიშნულ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამოს აკადემიიდან 10 ფეხბურთელს უხმო: ლუკა ხარშილაძე, ირაკლი იაკობიძე, ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, გიორგი მირზიკაშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, დავით ზურაბიანი, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი ომარაშვილი და მიხეილ ქოჩაკიძე დაიცავენ ჭაბუკ ჯვაროსნათა ღირსებას.