• Geo
  • Eng
23.08.2019
დინამო - რუსთავი | ურთიერთშეხვედრები

25 აგვისტოს ეროვნული პირველობის 25- ე ტურის შეხვედრაში ჩვენი კლუბი რუსთავს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

დინამო და რუსთავი ეროვნულ ჩემპიონატში ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ექვსჯერ შეხვდნენ. აქედან ხუთი მატჩი დედაქალაქელებმა მოიგეს, ერთხელ კი მეტოქემ იმარჯვა. 2018 წლის პირველობის პირველ ტურში დინამო არენაზე რუსთაველებმა 2:1 იმარჯვეს. გოლი რუსთაველთა კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. 6 მაისს დინამომ აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილის გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო 3 აგვისტოს დინამომ 2:1 იმარჯვა. შედეგიანად აკაკი შულაიამ და ნიკა ნინუამ ითამაშეს. შემდეგ დინამო რუსთავს 7 ოქტომბერს შეხვდა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. აკაკი შულაიას გოლს დუბლი ბუდუ ზივზივაძემ მიამატა. 2019 წლის სეზონში 7 აპრილს გამართული მატჩი ლურჯ-თეთრებმა 3:1 მოიგეს. ლევან შენგელიამ დუბლი გაიფორმა, ერთი გოლი აკაკი შულაიას ანგარიშზეა. 28 მაისს მაიტჩი რუსთავში შედგა და ლევან კუტალიას გოლით დედაქალაქელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024