• Geo
  • Eng
09.07.2019
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ხუთშაბათს, 11 ივლისს 21.00 საათზე დინამო არენაზე უეფას ევროპის ლიგის პირველი რაუნდის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც დინამო თბილისი ანდორის ენგორდანის უმასპინძლებს.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების გაცემა ოთხშაბათს - 10 ივლისს 18.00 საათზე დინამო არენას მედია დარბაზში მოხდება.

19.00 საათზე თბილისელთა ვარჯიში დინამო არენაზე ჩატარდება. მედია საშუალებებისთვის პირველი 15 წუთი გახსნილი იქნება.

20 საათსა და 15 წუთზე დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის - ფელის ვისენტეს მატჩისწინა პრესკონფერენცია დინამო არენას მედია დარბაზში გაიმართება.

სტუმარი გუნდის მატჩისწინა პრესკონფერენცია ასევე დინამო არენას მედია დარბაზში 20 საათსა და 45 წუთზე შედგება, ხოლო ვარჯიში 21.00 საათზე დინამო არენაზე დაიწყება. ენგორდანის ვარჯიშიც პრესისთვის გახსნილი პირველი 15 წუთი იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024