• Geo
  • Eng
08.12.2011
დინამო vs კოლხეთი – დაპირისპირებათა ისტორიიდან

11 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში დინამო თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს.
ამ გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში ორმოცდაექვსი მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა ოცდათორმეტ შემთხვევაში იმარჯვეს, რვა შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ექვსი მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 105/32 დინამოს სასარგებლოდ. ჩატარებული შეხვედრებიდან აღსანიშნავია ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული დინამოელთა გამარჯვება ანგარიშით 6–1. ხსენებული მატჩი 1998 წლის 30 ნოემბერს გაიმართა, მეათე ჩემპიონატის, მეთხუთმეტე ტურში. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5–1 დაამარცხეს თბილისელები. დინამოელებს მეტოქე ხუთჯერ ჰყავთ  დამარცხებული ანგარიშით 4–0, აქედან სამჯერ თბილისში, ხოლო ორჯერ ფოთში. ანგარიშით 5–0 კი დინამოს სამი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და ორიც შინ. ბოლო მატჩი, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართა და კოლხებმა თბილისელებს ზუგდიდში უმასპინძლეს, დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 11 დეკემბერს დინამო თბილისს მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს გამართული. 1993 წელს, მეხუთე ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში, დინამო საკუთარ მოედანზე თერჯოლის საპოვნელასთან, ანგარიშით 1–2 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024