დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამომ მორიგი ვარჯიში გამართა. ალექს გარსიას შეგირდებმა ფოთის კოლხეთთან შეხვედრამდე უკანასკნელი წვრთნა ჩაატარეს. გუნდთან ერთად ხვალინდელი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება ჩვენი გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კოშკაძეც, რომელსაც ტრავმის გამო, უკანასკნელ პერიოდში არ უთამაშია. გუნდთან ერთად ჩვეულად ივარჯიშეს კარლეს კოტომ და გიორგი რეხვიაშვილმაც, სამწუხაროდ მათ დისკვალიფიკაციის გამო კოლხეთთან შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ.