• Geo
  • Eng
11.12.2011
დინამო 1–1 კოლხეთი – მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული დინამო 1:1 კოლხეთის დასრულების შემდეგ, ალექს გარსია და დავით მახარაძე ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

ალექს გარსია –  პირველ ტაიმში მოედანზე ძალზედ მოდუნებულნი გამოვედით, რაც ძვირად დაგვიჯდა. მეორე ტაიმი კი შედარებით უკეთესად ვითამაშეთ. ვეცადეთ ეს შეხვედრა მაქსიმალურად გამოგვეყენებინა და სათამაშო პრაქტიკის არ მქონე ფეხბურთელებისთვის თავის გამოჩენის შანსი მიგვეცა. ამ შეხვედრის შემდეგ შესაბამისი დასკვნების გაკეთება კიდევ უფრო გაგვიადვილდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემმა გუნდმა დღეს 10 კაცით უკეთესად ითამაშა – არ შეიძლება ფეხბურთის ისე თამაში, როგორც ეს მატჩის პირველ ნახევარში გავაკეთეთ. წინ ზესტაფონთან მნიშვნელოვანი თამაში გველის და მაქსიმუმს გავიღებთ იმისათვის, რათა მოქმედი ჩემპიონი მათსავე მოედანზე დავამარცხოთ.

დავით მახარაძე – სასიხარულოა, რომ დღეს მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. რაც მთავარია რვა გუნდში მოხვედრის შანსს ვინარჩუნებთ და იმედს არ ვკარგავთ. ბიჭებმა დასახულ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვეს, მათი გარჯით კმაყოფილი ვარ. იღბალი ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო, დღევანდელი შეხვედრის მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუმრად რა დონის გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, ვთვლი, ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024