24 ოქტომბერს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჭაბუკი ჯვაროსნები საბერძნეთის ნაკრებს მიხეილ მესხი 2- ზე უმასპინძლებენ. გიორგი ჩიტაურმა დინამოს აკადემიიდან ნაკრებში 10 ფეხბურთელი მიიწვია: ნიკოლოზ შურღაია, საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, გიორგი ჩხეტიანი, გიორგი უბილავა, გიორგი აბუაშვილი, ლუკა გაგნიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ზაურ სიჭინავა და ჯადული იობაშვილი თანაგუნდელებთან ერთად მოემზადებიან აღნიშნული მატჩისთვის.