• Geo
  • Eng
13.12.2011
დინამო იმერეთში გაემგზავრა

უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის გადადებული შეხვედრის გასამართად დინამოელები ზესტაფონში დღეს გაემგზავრნენ. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ისადილა და გეზი იმერეთისკენ აიღო. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ალექს გარსიას თვრამეტეულს ესპანელი კარლეს კოტო და გიორგი რეხვიაშვილი უბრუნდებიან. დინამოელები 16:00 საათზე თბილისიდან ქუთაისისკენ დაიძრნენ, სადაც სასტუმრო ბაგრატში დაბინავდებიან. შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი ზესტაფონი – დინამო დავით აბაშიძეზე სტარტს 17:00 საათზე აიღებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024