13 წლამდე დინამოელებმა ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასზე დღეს ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში იმარჯვეს. პირველ მატჩში რევაზ გვარაკიძის გუნდი ადგილობრივ კლაიპედას შეხვდა და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე. გოლი ლუკა ბუბუტეიშვილმა გაიტანა. მისივე ზუსტი დარტყმით დინამოელებმა მეორე შეხვედრაში ასევე 1:0 ტალინის ლევადიას აჯობეს და ხვალ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ბელარუსის მინსკს ეპაექრებიან. მატჩი თბილისის დროით 11.40 დაიწყება.