• Geo
  • Eng
14.12.2011
ზესტაფონი 5-1 დინამო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დავით აბაშიძეზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტთა წინაშე ალექს გარსია და გიორგი ჭიაბრიშვილი წარსდგნენ.

ალექს გარსია - ხუთი გაშვებული ბურთის შემდეგ, შედეგზე საუბარს ვერ დავიწყებ. პირველი ტაიმის შემდეგ, ასეთ შედეგს ნამდვილად არ მოველოდით. დღეს გამოჩნდა, რომ ზესტაფონი ბევრად უკეთ გამოიყურება, როგორც გუნდი - ვიდრე ჩვენ. დინამოელები სწავლების პროცესში არიან. ეს შედეგი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგიურად მძიმედ გადასატანი გახლავთ. სამწუხაროდ ფეხბურთში ასეთი ჩავარდნები ხდება და როგორც ჩანს, არც ჩვენ ვართ დაზღვეულნი. იმედია მოკლე დროში გამოვასწორებთ თამაშს და შედეგებსაც.

გიორგი ჭიაბრიშვილი - დღეს ჩვენთვისაც ძალიან რთული თამაში იყო.  დინამოს პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა, მეორე ნახევრის განახლებისთანავე დიდი ჟინითა და მონდომებით ავართვით. დინამოს თამაში ძალიან მომეწონა და პირველი ტაიმის შემდეგ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რადიკალურად შეხვედრის საჩვენოდ შემოტრიალებას შევძლებდით. წარმატებები მინდა ვუსურვო დინამოს. მეტოქე ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს და დარწმუნებული ვარ სულ მოკლე დროში სასურველ თამაშს დაიჭერენ და სატურნირო ცხრილშიც გაიუმჯობესებენ პოზიციებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024