დღეს დილით, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, დინამოელებმა მორიგი წვრთნა გამართეს. მარტვილის მერანთან გასამართი XVIII ტურის შეხვედრის წინ ჩვენმა გუნდმა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. დინამოელები დღის მეორე ნახევარში გეზს დასავლეთისკენ აიღებენ. ჩვენი ფეხბურთელები დღეს ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში დაბინავდებიან. სამწუხაროდ ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენს გუნდს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ლორია და ჩისკო მუნიოსი ვერ დაეხმარებიან.