დუბლშემადგენლობათა გათამაშების მე–15 ტურის გადადებული შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ზესტაფონში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის სარეზერვო გუნდთან გამართა. გიორგი დევდარიანის შეგირდები უახლოეს მდევარს უხვგოლიან შეხვედრაში დაუზავდნენ. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დინამოელები შეხვედრას ორჯერ აგებდნენ. ჯერ იყო და 41–ე წუთზე ანგარიში სანდრო რეხვიაშვილმა გაათანაბრა, 70–ე წუთზე კი ლაშა ჩაფიძემ საფინალო ანგარიში დააფიქსირა. დინამოელები უპირველეს კონკურენტს, ზუგდიდის ბაიას 3 ქულით უსწრებენ და 39 ქულით გათამაშებას ლიდერობენ.
დღევანდელი მატჩი დინამოს დუბლებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
ზარქუა, ტვილდიანი, გველესიანი, სანდოხაძე, კაკულია, პაპავა, პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 77’), რეხვიაშვილი, ჩაფიძე, გაბაშვილი (მუმლაძე 87’), კაჭარავა