დუბლშემადგენლობათა გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გიორგი დევდარიანს შეგირდების გამარჯვებით დასრულდა. დინამოს დუბლები მარტვილის მერანის დუბლებს ავაზას ხელოვნურსაფარიან მოედანზე დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 იმარჯვეს. დღევანდელი მატჩი ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა.
დინამო: ნადირაძე, ხოჭოლავა, სანდოხაძე, ტვილდიანი, კაკულია (ხიზანეიშვილი 74’), პაპავა, პაპუნაშვილი (მუმლაძე 52’), რეხვიაშვილი (ჯიშკარიანი 62’), ჩაფიძე, ზივზივაძე (კაჭარავა 52’), გაბაშვილი (ჯავახიშვილი 72’)
ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან გატანილი გოლებით თავი ზივზივაძემ, გაბაშვილმა (დუბლი) და მუმლაძემ გამოიჩინეს.
ჩვიდმეტი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოპოვებული 42 ქულით ჩვენი დუბლები ლიდერობას განაგრძობენ.