• Geo
  • Eng
18.12.2011
ალექს გარსიას მატჩისშემდგომი კომენტარი

მარტვილის მერანთან წაგებული შეხვედრის შემდეგ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის ალექს გარსიამ მცირედი კომენტარი გააკეთა.

ალექს გარსია - პირველ ნახევარში თამაშის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით. გოლის გატანა მოვახერხეთ და არაერთი საგოლე მომენტიც შევქმენით. შეხვედრის მეორე ნახევარში კი მსაჯმა შეგვისრულა... პენალტი თამაშგარე მდგომარეობიდან დაგვინიშნეს, პირველ გოლი კი გამოგონილ ჯარიმას მოჰყვა. სამწვრთნელო შტაბი გუნდს მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდ ამზადებს და არა მსაჯების წინააღმდეგობის დასაძლევად. მეგონა სერიოზულ ხალხთან მქონდა ურთიერთობა- დღეს რაც გვერდითმა მსაჯმა გააკეთა, ეს ფეხბურთელების დაცინვაა და მეტი არაფერი. თუ პრობლემას წარმოადგენს დინამოს უცხოელი მწვრთნელი, თქვან და დღესვე წავალ სახლში. დაანებონ ფეხბურთელებს თავი და საქმეს მაქსიმალურად სერიოზულად მოეკიდნონ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024