• Geo
  • Eng
05.08.2019
ჩვენი მეტოქე - ფეიენოორდი

დინამო თბილისი უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის ფეიენოორდს შეხვდება. პირველი მატჩი როტერდამში 8 აგვისტოს დე კუიპზე გაიმართება და თბილისის დროით 21.30 დაიწყება. საპასუხო შეხვედრას დინამო არენა 15 აგვისტოს უმასპინძლებს.

როტერდამის ფეიენოორდი 1908 წელს დაარსდა. საშინაო მატჩებს ჩვენი მეტოქე ლეგენდარულ დე კუიპის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 52 000 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერები წითელ, თეთრ და შავშია გადაწყვეტილი. ფეიენოორდი ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია, ჰოლანდიაში კი ამსტერდამის აიაქსთან და პსვ ეინდჰოვენთან ერთად საუკუნეზე მეტია საფეხბურთო მოდას ჰქმნის.

ფეიენოორდი თავის ტიტულების კლექციაში ერედივიზიონის 15- ჯერ მოგებით იწონებს თავს. როტერდამელებმა ჰოლანდიის თასი 13- ჯერ აღმართეს, ხოლო სუპერთასი კი 4-ჯერ. 1970 ფეიენოორდმა ევროპის თასი მოიგო, 1974 და 2000 წელს უეფას თასი, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი 1970 წელს აღმართა.

ფეიენოორდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი - იაპ სტამი იკავებს. მან სამწვრთნელო კარიერა 2009 წელს ცვოლეში ასისტენტად დაიწყო. შემდეგ ორი სეზონის განმავლობაში რედინგს წვრთნიდა. გასული სეზონის მეორე ნახევარში იაპ სტამი ზვოლეს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფეიენოორდს კი ივნისიდან ჩაუდგა სათავეში.

ფეიენოორდმა ერედივიზიონის გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში ითამაშა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024