დღეს მეტეხი პალასში საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილმა, ქართული ბრენდების დაჯილდოების რიგით მეცხრე ცერემონიალი – ქართული ბრენდის დღე 2011 გამართა. ნომინაციაში ისტორიული ბრენდი, საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი იქნა დაჯილდოებული. ქართული ბრენდის დაჯილდოების არსებობის მანძილზე, პირველად მოხდა ისტორიული ბრენდის გამოვლენა. შერატონ მეტეხი პალასში გამართულ ცერემონიალს ვეტერანი დინამოელები – ალექსანდრე ჩივაძე, მურთაზ ხურცილავა, ოთარ გაბელია, ვაჟა ჟვანია, გუნდის სპორტული დირექტორი - გიორგი ნემსაძე და ჩვენი გუნდის წევრი, გიორგი ლორია ესწრებოდნენ. საპატიო ჯილდო დინამოს ლეგენდამ, ალექსანდრე ჩივაძემ და ჩვენი გუნდის სპორტულმა დირექტორმა, გიორგი ნემსაძემ ჩაიბარეს.