დღეს დინამოს აკადემიამ სამედიცინო უნივერსიტეტის ხელოვნურსფარიან მოედანზე ბენდელას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა გამართა. 2000 წელს დაბადებულ დინამოელთა გუნდმა მიმინოს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს, ვალერი გაგუას შეგირდებმა მეტოქე 7:0 დაამარცხეს. ორი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მოზარდ დინამოელებს ექვსი ქულა აქვთ და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლებაც მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა კასპელ თანატოლებთან გამართა და 3:1 იმარჯვა.
დღევანდელი შეხვედრის ფოტოების ხილვა ჩვენი გუნდის ოფიციალურ Facebook-ზე არის შესაძლებელი.