საქართველოს 18 წლამდე ნაკრები 17 და 19 ნოემბერს ფინეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. გიორგი მიქაძემ ნაკრები უკვე შეკრიბა, დინამოდან კი ჭაბუკთა კრებულში 10 ფეხბურთელია გამოძახებული: ლუკა ხარშილაძე, ირაკლი იაკობიძე, ზურა ერაძე, ლაშა კვარაცხელია, გიორგი მირზიკაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი ომარაშვილი, თორნიკე მორჩილაძე და დავით ზურაბიანი.